არასამთავრობო ორგანიზაციები გურჯაანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით უკანასკნელ დღეებში გურჯაანში განვითარებულ მოვლენებს, ვგმობთ საზოგადოებისადმი გამოხატულ აშკარა უპატივისცემლობის ფაქტებს, რომლებიც შესაძლოა ასევე შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და შესაბამისი რეაგირებისკენ მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს. აგრეთვე, მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა მაღალი თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებების გაკეთებისაგან, რომლებიც ძალადობის აშკარა და დაუფარავი წახალისების ტოლფასია და კონფლიქტური სიტუაციის ესკალაციას იწვევს. (more…)

Advertisements

პალიტრა TV-მ ვებ-გვერდიდან ჰომოფობიური განცხადება მოხსნა

NGO-ებმა პალიტრა TV-ის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტეს

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)  მიესალმება Palitratv.ge-ს რედაქციის გადაწყვეტილებას, საიტიდან მოხსნას ჰომოფობიური შინაარსის მასალა “ჰომოსექსუალიზმი არის დანაშაული და ავადმყოფობა როგორც სულის, ასევე ხორცის”. (more…)

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების თაობაზე ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით

joint_logos_updated

უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი გეგმავს პირველი მოსმენით მიიღოს საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომლის ავტორია – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა. კანონპროექტის ერთ-ერთ მიზანს ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების კრიმინალიზება წარმოადგენს. შემოთავაზებული ცვლილებების 2391 მუხლის თანახმად, დასჯადად ცხადდება რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება, ხოლო სანქციად გათვალისწინებულია – თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტმა ინიცირების შემდეგ გარკვეული ცვლილებები განიცადა, კერძოდ კანონპროექტში გაკეთდა მითითება აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეზე, იგი კვლავ შეიცავს სერიოზულ საფრთხეებს გამოხატვის თავისუფლების კუთხით და არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, სახელმწიფოს დეკლარირებული მოტივაცია, ამგვარი ქმედების კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მოკლებულია დამაჯერებლობას. (more…)

მიმართვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო და მონიტორინგის საბჭოებს რელიგიური რიტუალის დისკრიმინაციულად გაშუქების მორიგი ფაქტის გამო

arafobas

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რელიგიური რიტუალების გაშუქება კვლავაც პრობლემად რჩება. 2015 წლის 12 აპრილს იერუსალიმიდან „სააღდგომო ცეცხლის გარდამოსვლის“ ტრადიციის სახელით ცნობილი რიტუალის პირდაპირ ეთერში გადმოცემისას, კომენტატორებმა გააკეთეს განცხადებები,  რომლებიც ზოგადად სომეხი ერის (“სომხები”) და  სომეხთა სამოციქულო ეკლესიისადმი დისკრიმინაციული ხასიათის იყო და რელიგიური გრძნობებით მანიპულირების ნიშნებს შეიცავდა. (more…)