ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით UPR-ისთვის ანგარიში წარადგინა

2015 წლის 22 მარტს, ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – საქართველოს გაეროს ასოციაციამ (UNAG), მედიის განვითარების ფონდმა (MDF), საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) და უმცირესობის საკითხების ევროპულმა ცენტრმა (ECMI) საქართველოში უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით გაერთიანებული ერების უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისთვის (UPR) ჩრდილოვანი ანგარიში წარადგინა.

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს და მოიცავს რეკომენდაციებს  შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

  • რელიგიური უმცირესობების მიმართ ძალადობას ფაქტებისა და ინციდენტების არასათანადო გამოძიება;
  • ახლადშექმნილი რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიურობის ხელყოფა;
  • სკოლებში რელიგიური ინდოქტრინაცია  და აკადემიური სწავლების პროცესში რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევა;
  • სადავო საკულტო ნაგებობების რელიგიური კონფესიებისთვის დაბრუნების პრობლემა;
  • მაღალი თანამდებობის პირებისა და პოლიტიკოსების მხრიდან  სიძულვილის ენის, ქსენოფობიისა და ჰომოფობიის ტირაჟირება;
  • მედიის თვითრეგულირების  მექანიზმების არაეფექტიანი მუშაობა და სიძულვილის ენის გამოვლინება საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) ეთერში;
  • უმცირესობათა ენებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უმცირესობათა წარმომადგენლობითობის უზრუნველყოფა;
  • დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის უზრუნველყოფა;
  • საზოგადოებაში ბოშების ინტეგრირება.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა 2006 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 60/251 რეზოლუციის საფუძველზე შეიქმნა და გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის პერიოდულ მიმოხილვას მოიცავს.

Advertisements
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: