“იმედის” თვითრეგულირებამ MDF-ის და TDI-ის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

14 თებერვალს ტელეკომპანია “იმედის” თვითრეგულირების ორგანოს სააპელაციო კომისიამ გადაცემა “სხვა რაკურსის” სიუჟეტთან – “მედრესეში მიბარებული ბავშვები” დაკავშირებით შესული საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. “მედიის განვითარების ფონდი”, “ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა” და “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტუტი” საჩივარში განმარტავდნენ, რომ სიუჟეტში “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” ხუთი მუხლი (14. 9, 18. 2, 33. 1 – 2, 44. 1, 47.11) იყო დარღვეული.

(more…)

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე

02.02.2015

შეშფოთებას გამოვთქვამთ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის გამო. ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციების იმ ნაწილის მიმართ, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ემსახურებიან დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, თავისუფლებისა და თანასწორობის იდეის მხარდაჭერას და ევროპული ტიპის სახელმწიფო მართვის სისტემების შექმნას.

2014 წლის 1 მაისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კამპანიაში “ეს შენ გეხება” ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციები “ქვეყნის იმიჯის შერყევაში” დაადანაშაულა და მათ საქმიანობას “ძირგამომთხრელი” უწოდა, რაც გახდა საფუძველი პოლიტიკოსთა მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული განცხადებებისა და ქმედებებისა.

(more…)