რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის გამო არასამთავრობოები ტელეკომპანია “კავკასიის” თვითრეგულირების ორგანოს მიმართავენ

12 იანვარი, 2015

6 იანვარს ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ტელეკომპანია “კავკასიის” თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართა. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის, მედიის განვითარების ფონდის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის საჩივრის საფუძველი 26 დეკემბრის თოქ-შოუ “სპექტრში” გადაცემის წამყვანის, დავით აქუბარდიას მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა, რომლებიც, ორგანიზაციების აზრით, დისკრიმინაციულია და აღვივებს შუღლს საქართველოს მოქალაქე მუსლიმების მიმართ.

“გადაცემის წამყვანმა საკულტო ნაგებობებით სარგებლობის უფლების თემის ისტორიულ ჭრილში კონტექსტუალიზაცია დაუსაბუთებლად მოახდინა, რაც საქართველოს მოქალაქე მუსლიმების მიმართ სიძულვილსა და არატოლერანტობას რელიგიური  წარმომავლობის ნიშნით აღვივებს და წარმოადგენს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე მუხლის დარღვევას”, – აღნიშნულია საჩივარში.

საჩივრის ავტორები წამყვანის შემდეგ სიტყვებს ხდიან სადავოდ: “შაჰაბასი იყო პათოლოგი საქართველოსთვის. 6000 მღვდელმსახური ამოგვიწყვიტა დავითგარეჯში, თან როდის? აღდგომა ღამეს … ცნობილი ისტორიაა, 30 000 ლაზს თაავები დაჭრეს… 50 ათასიანი არმია ხეობაში მიაყენეს, ვინც არ მიიღებთ ისლამს, თავებს დაგაყრევინებთო. დააყრევინეს. მაპატიე, რა ამდენ მეჩეთებს რომ ვარიგებთ, ჯერ სახელმწიფოს სახელით იმ 30 ათას ლაზზე ბოდიში მოიხადა თურქეთის რომელიმე ჩინოვნიკმა საქართველოს წინაშე?… ან ჩვენი ირანელი ძმებისგან და ისტორიული მეზობლებისგან ვინმემ მოიხადა 6000 მღვდელმსახურს რომ ყელი დააჭრეს?… რატომღაც ამ ბეჩავი ქრისტიანებისგან ითხოვენ ტოლერანტობას? იქედან მოდის ეს მესიჯი? (დავით აქუბარდია)”.

ორგანიზაციები ქცევის კოდექსის კიდევ 4 მუხლის 3, 17, 32 და 33  დარღვევას ხდიან სადავოდ, რაცრელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას,რელიგიური კუთვნილების საფუძველზე სიძულვილისა და არატოლერანტობის გაღვივებას, საავტორო პროგრამის წამყვანისადმი დადგენილ მოთხოვნებსა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებას შეეხება.

“წამყვანი ხშირად იყენებს დიქოტომიას “ჩვენ” “მათ” საპირწონედ (დავით აქუბარდია: “ყველას ვეხმარებით, ყველას უფლებებს ვიცავთ, ლამისაა იკარუსებით ჩამოგვყვანონ და  და ჩვენი თავი ვერ დაგვიცვია ჯერ”), რაც არ ტოვებს სივრცეს განსხვავებული მრწამსის ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის და ეწინააღმდეგება ქცევის კოდექსის პრინციპს (მუხლი 3. ბ.), რომელიც ავალდებულებს მაუწყებელს, გაითვალისწინოს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესები  “განურჩევლად მათი  პოლიტიკური,კულტურული, ეთნიკური, რელიგიური, რეგიონული, ენობრივი, ასაკობრივი თუ გენდერული კუთვნილებისა” – აღნიშნულია საჩივარში.

ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ტელეკომპანია “კავკასიის” თვითრეგულირების ორგანოს გადაცემა “სპექტრის” წამყვანის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო საჩივრით მიმართავენ.

Advertisements
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: