არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება შუღლის გაღვივების თაობაზე ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციების აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში შსს) მიერ მომზადებული, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის, 2391-ე მუხლი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვისა და კრიტიკული აზრის ჩახშობის საფრთხეს. აღნიშნული ნორმით, დასჯადად ცხადდება მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, ე.ი. „ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით”. სამწუხაროდ, აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება მთავრობამ საზოგადოებასთან ფართო და ინკლუზიური დისკუსიების გარეშე მოახდინა, რაც საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მიუღებელია.

(more…)

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის გამო არასამთავრობოები ტელეკომპანია “კავკასიის” თვითრეგულირების ორგანოს მიმართავენ

12 იანვარი, 2015

6 იანვარს ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ტელეკომპანია “კავკასიის” თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართა. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის, მედიის განვითარების ფონდის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის საჩივრის საფუძველი 26 დეკემბრის თოქ-შოუ “სპექტრში” გადაცემის წამყვანის, დავით აქუბარდიას მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა, რომლებიც, ორგანიზაციების აზრით, დისკრიმინაციულია და აღვივებს შუღლს საქართველოს მოქალაქე მუსლიმების მიმართ.

(more…)

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციისა და ბავშვთა უფლებების დარღვევის გამო არასამთავრობოებმა ტელეკომპანია “იმედს” საჩივრით მიმართეს

ტელეკოპმანია “იმედის” ეთერში, 25 დეკემბერს, გადაცემაში “სხვა რაკურსით” გასულ სიუჟეტთან  დაკავშირებით “მედრესეში მიბარებული ბავშვები” სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართა.

ორგანიზაციები – ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა, მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გადაცემაში მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ხუთი მუხლის  (14. 9, 18. 2, 33. 1 – 2, 44. 1, 47.11) დარღვევის  ფაქტს ასაჩივრებენ.

(more…)