არასამთავროები მოითხოვენ რუსთავი 2-მა იეჰოვას მოწმეთა დისკრიმინაციის შემთხვევა თვითრეგულირების ფორმატში განიხილოს

მედიის განვითარების ფონდი – MDF, საქართველოს დემოკრატიული ინიცატივა – GDI, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – TDI, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართავენ. ორგანიზაციები 26 ნოემბერს გასულ გადაცემა “ნანუკას შოუში”, რომელიც იეჰოვას მოწმეთა მიმართ დისკრიმინაციულ გამოხატვას შეიცავდა, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დებულებათა დარღვევის ფაქტების შესწავლას და განხილვას ითხოვენ.

საჩივრის ავტორები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ გადაცემას ტელეკომპანიის მენეჯმენტის მხრიდან გამოხმაურება და ბოდიში მოჰყვა, რაც პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების გამოხატულებაა, მაგრამ ამავე დროს აღნიშნავენ: “იმისათვის, რომ არ მოხდეს მსგავსი ინციდენტების მხოლოდ უნებლიე შეცდომად და გარე სტუდიის პასუხისმგებლობის საკითხად აღქმა, მნიშვნელოვანია ამ შემთხვევის თვითრეგულირების ფორმატში, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის საფუძველზე განხილვა და პასუხისმგებლობების სრულფასოვანი გააზრება.”
ვინაიდან კოდექსის მოთხოვნათა დაცვის ვალდებულება, დოკუმენტის 1.3 მუხლის თანახმად, თავად მაუწყებელს ეკისრება და არა ამა თუ იმ სუბიექტს, ვინც მაუწყებლის დაკვეთით ქმნის გარკვეულ შინაარსს, ორგანიზაციები შემდეგი რეკომენტაციით მიმართავენ რუსთავი 2-ს: “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ეფექტიანი დანერგვის მიზნით, გარე სტუდიებთან დადებულ ხელშეკრულებებში ასახოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დებულებათა დაცვის ვალდებულება, რაც მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას შეუწყობს ხელს”.
ამასთანავე საჩივარში მითითებულია ქცევის კოდექსის სხვა მუხლების დარღვევის მაგალითები: “ნეგატიურ კონტექსტში იეჰოვას მოწმეთა არაერთგზის მოხსნების გარდა, წამყვანმა გამოხატა პირადი დამოკიდებულება, როდესაც მრწამსის შეცვლის საკითხი, რაც ინდივიდუალური არჩევანია, პოზიტურად შეაფასა (“მე მეშინია მაგათი… კარგი ქენით, რომ წამოხვედით”)”, – აღნიშნულია საჩივარში და მითითებულია, რომ ეს გარემოება საავტორო გადაცემის წამყვანისთვის დადგენილი კოდექსის 17.2 მუხლის დარღვევას წარმოადგენს.
საჩივრის ავტორთა აზრით, ასევე დარღვეულია სამართლიანი მოპყრობის პრინციპი (მუხლი 21): “როდესაც რესპონდენტი მედიას სხვა ჯგუფზე თავხდასხმისთვის იყენებს, წამყვანმა არათუ არ უნდა გაამძაფროს ნეგატიური განწყობები და უპირობოდ გაიზიაროს მისი შეხედულებები, არამედ ოპონირება გაუწიოს მას, მით უფრო, როდესაც საქმე მგრძნობიარე ჯგუფს ეხება და ამ კონტექსტში არასწრულწლოვანიც არის მოხსენიებული”.
ორგანიზაციები რუსთავი 2-ის თვითრეგულირების ორგანოს კოდექსის 31, 32, 33 მუხლების დარღვევის შესწავლასაც თხოვენ, რაც მრავალფეროვნების, თანასწორობისა და შემწყნარებლობის საკითხების გაშუქებას არეგულირებს და რომელთა მიზანია, მედიამ ხელი არ შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას და არ წაახალისოს შეუწყნარებლობა განსხვავებული იდენტობის ადამიანების მიმართ.

Non-Governmental Organizations Call on Rustavi 2 TV Company to Discuss Discrimination against Jehovah’s Witnesses in Self-Regulatory Body

The Media Development Foundation (MDF), the Georgian Democracy Initiative (GDI), the Tolerance and Diversity Institute (TDI), and theHuman Rights Education and Monitoring Center (EMC) have filed a complaint with the self-regulatory body of Rustavi 2 TV company, requiring that it consider violations of provisions of the Code of Conduct for Broadcasters in the program Nanuka’s Show aired on 26 November, in which Jehovah’s Witnesses were discriminated.

The authors of the complaint welcome the fact of Rustavi 2 management apologizing for the incident in the program, which indicates about an accountable approach of the company; however, they note that “it is important to consider this case on the basis of Code of Conduct for Broadcasters within the self-regulation format and to become fully aware of the company’s responsibility in order to prevent such incidents in future from being perceived as accidental mistakes alone and something that independent studios bear responsibility for.”

Since the requirements of the Code of Conduct for Broadcasters, according to Article 1.3 of the document, shall be observed by a broadcaster, not an outside entity producing content for the broadcaster, the non-governmental organizations recommend Rustavi 2 TV company “to incorporate the obligation to observe requirements of the Code in the contracts entered into with independent studios whom they outsource programs in order to facilitate the efficient implementation of the Code of Conduct and avoid such incidents in future.”

Moreover, the complaint includes other violations of the Code of Conduct:

“Apart from repeated references to Jehovah’s Witnesses in a negative light, the presenter of the program expressed her personal attitude in assessing the change of faith by a guest of the program – which is a matter of individual choice – as a positive development (‘I am afraid of them [Jehovah’s Witnesses]… It is good that you abandoned them’),” the complaint states noting that this is the violation of Article 17.2 of the Code which sets forth requirements for presenters of authored programs.

The authors of the complaint also believe that the program breached the principle of fair treatment (Article 21): “when a respondent uses media for attacking another person or group, the presenter should not only refrain from further inciting negative sentiments and unconditionally agreeing to respondent’s attitudes, but should challenge him/her, especially when it concerns a vulnerable group and even more so, refers to a minor in this context.”

The non-governmental organizations also ask Rustavi 2’s self-regulatory body for considering the breaches of Articles 31, 32 and 33 of the Code of Conduct for Broadcasters, which regulate issues of diversity, equality and tolerance and aim at preventing media from building stereotypes and encouraging intolerance towards people with different identities.

Advertisements
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: