MDF, TDI და GDI შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ რედაქციის განცხადებების გამოძიებას ითხოვენ

მედიის განვითარების ფონდი – MDF,ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი -TDI და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა -GDI შეშფოთებას გამოვთქვამთ გამოცემა “სამხრეთის კარიბჭის” ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რაც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის შესახებ გამოქვეყნებულ მამხილებელ მასალას უკავშირდება.
“სამხრეთის კარიბჭის” რედაქტორის ნინო ნარიმანიშვილის განცხადებით, 8 დეკემბერს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით „ბრალდებულის და: “სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა”, რედაქციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ზარები და სათაურის შეცვლის მოთხოვნა მოჰყვა, რაც სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას წარმოადგენს.
თავად სტატიის ავტორის თამუნა უჩიძის განცხადებით კი, მასთან რამდენჯერმე განხორციელებული კომუნიკაცია და “რჩევები”, შეეცვალა ინფორმაციის საწყისი ვერსია პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ, მუქარის შემცველი იყო (“თუ მაგალითად დაგაკავებენ შეიძლება შენმა მეგობრებმა, ახლობლემბა, კოლეგებმა ერთი თვე ან თვენახევარი გამართონ აქციები შენს მხარდასაჭერად, მაგრამ შენ საბოლოოდ ცხოვრებას დაგიმახინჯებენ”).
დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიას საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია აკისრია, რაც პირველ რიგში, თავისუფლებისა და თვითმმართველობისთვის აუცილებელი ინფორმაციით მოქალაქეების უზრუნველყოფას გულისხმობს. იმისათვის, რომ მედიამ თავისუფლად და შეუზღუდავად განახორციელოს ხელისუფლების დამოუკიდებელი მაკონტროლებლის ფუნქცია, ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიული მოვალეობების შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ამდენად,

  • მოვუწოდებთსაქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპეციამ, თავის მხრივ, მოიკვლიოს როგორც მუქარის შემთხვევა, ასევე შეისწავლოს ჟურნალისტის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის ფაქტი;
  • მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტის აღკვეთა და პრევენცია, რაც საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულება

მედიის განვითარების ფონდი – MDF
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი- TDI
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI

არასამთავროები მოითხოვენ რუსთავი 2-მა იეჰოვას მოწმეთა დისკრიმინაციის შემთხვევა თვითრეგულირების ფორმატში განიხილოს

მედიის განვითარების ფონდი – MDF, საქართველოს დემოკრატიული ინიცატივა – GDI, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – TDI, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართავენ. ორგანიზაციები 26 ნოემბერს გასულ გადაცემა “ნანუკას შოუში”, რომელიც იეჰოვას მოწმეთა მიმართ დისკრიმინაციულ გამოხატვას შეიცავდა, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დებულებათა დარღვევის ფაქტების შესწავლას და განხილვას ითხოვენ.

(more…)