რელიგიურ გაერთიანებათა საჭიროებების კვლევა საქართველოში

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილია საქართველოში რელიგიური გაერთიანებების საჭიროებების, მათ წინაშე არსებული პრობლემებისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკის ანალიზი.

კვლევა ეფუძნება 33 რელიგიური გაერთიანების 70-მდე წარმომადგენელთან ჩატარებულ ინტერვიუებს.

ბოლო წლების განმავლობაში რელიგიისა და საერო სფეროების ურთიერთგადაკვეთაზე მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, რომ დომინანტი რელიგიისადმი სახელმწიფოს პრეფერენციული დამოკიდებულება რელიგიის თავისუფლების ხელყოფისა და დისკრიმინაციის სისტემური პრობლემის გაჩენის საფუძველი გახდა

როგორც წესი, რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი სამართალდარღვევები სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური რეაგირების გარეშე რჩება, თუმცა, ესა თუ ის სახელმწიფო სტრუქტურა, ზოგჯერ თავადაც ერთვება დისკრიმინაციის პროცესში.
კვლევის ფარგლებში გამოკითხული სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა შეფასებები საქართველოში რელიგიის თავისუფლების დარღვევის სხვადასხვა ტენდენციას აჩვენებს.
პრობლემების ერთი, მნიშვნელოვანი ნაწილი რელიგიურ გაერთიანებებს წლებია აწუხებს და სახელმწიფოს მათ გადასაჭრელად ქმედითი ნაბიჯები არასდროს გადაუდგამს, ნაწილი კი, რელიგიის საკითხზე მომუშავე ახალი საჯარო სტრუქტურების შექმნასთან, ბოლო პერიოდში გამოვლენილ ისლამოფობიასა და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი სამართალდარღვევების რიცხვის მკვეთრ ზრდასთან არის დაკავშირებული.

აღნიშნული პრობლემატიკის მიმოხილვასთან ერთად, კვლევაში მოცემულია სახელმწიფო უწყებებისთვის შეთავაზებული კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა შესრულება ხელს შეუწყობს რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოფხვრას და უფრო მყარ გარანტიებს შექმნის საქართველოში რელიგიის თავისუფლების დაცვისა და თანასწორუფლებიანი, ტოლერანტული გარემოს განვითარებისთვის.

კვლევა მოამზადა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) “ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” (ANI) პროექტის მცირე გრანტების მექანიზმის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) და ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” (OSGF), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

Advertisements
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: