სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების ანალიზი

This slideshow requires JavaScript.

2014 წლის ოქტომბერში ადიგენის მუნიციპალიტეტში რელიგიურ ნიადაგზე ადგილობრივ მუსლიმებსა და სამართალდამცავებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირებისა და მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის შემთხვევები გამოვლინდა. აქცია, სადაც ადგილობრივი მუსლიმები მეჩეთის, ამჟამად სადავო შენობის დემონტაჟს აპროტესტებდნენ, შსს-ის თანამშრომლებმა ძალადობრივი მეთოდებით დაშალეს. თვითმხილველთა თქმით, სამართალდამცველები მუსლიმებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე უთითებენ  ინციდენტის დროს დაკავებული მუსლიმი მოქალაქეებიც. 26-27 ოქტომბერს TDI ადიგენის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა და ადგილობრივი მოსახლეობისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებები მოისმინა.

(more…)

Advertisements

PETITION OF CIVIL PLATFORM “NO TO PHOBIA!” MEMBERS AND NGOS TO THE STATE MINISTER OF GEORGIA ON DIASPORA ISSUES

Logo

We would like to respond to the interview given by the Deputy State Minister of Georgia on Diaspora Issues to theKviris Palitra newspaper on October 25.[1] The interview contains apparent hate speech towards the head of NGO Identoba, Irakli Vacharadze, and a call for physical reprisals against him.

It is a serious problem when a political official calls him “a person with a sick mentality”, “a one-celled creature”, and “mankurt” and makes a call for physical reprisals against him (“There will appear a group of people who will themselves use force due to emotional background!”) and for restriction of the NGO’s activity. (more…)

სამოქალაქო პლატფორმის “არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ, რელიგიურ, საზოგადოებრივ ინსტიტუტებსა და მედიას ქალთა მიმართ ძალადობაზე ერთობლივი რეაგირების შესახებ

სამოქალაქო პლატფორმაში “არა ფობიას!” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ბოლო დროს ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობისა და ფემიციდის ფაქტების შემაშფოთებელი ტენდენცია როგორც ხელისუფლების, ასევე სხვა ინსტიტუტების და მთელი საზოგადოების  ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია.

საქართველოს მთავრობას და ოჯახური ძალადობის უწყებათაშორის კომისიას:

ბოლო წლებში ოჯახში ძალადობისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი საკანონმდებლო ნორმა და პოლიტიკის განმსაზღვრელი სამოქმედო დოკუმენტი შეიმუშავა. მისასალმებელია ისიც, რომ საქართველო ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორმატებს შეუერთდა, როგორიცაა სტამბოლის კონვენცია და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325, რაც ადგილობრივი კანონმდებლობის და პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს. ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვთვლით, რომ პრობლემა არის არა იმდენად ნორმატიული დებულებების არარსებობაში, არამედ მათ ეფექტიან განხორციელებაში. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს მთავრობასთან არსებულ ოჯახური ძალადობის უწყებათაშორის კომისიას:

(more…)

არასამთავრობოების ერთობლივი განცხადება მოხეში მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის თაობაზე

23 ოქტომბერი, 2014

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას, ბოლო პერიოდში, მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებისა და სახელმწიფოს არაეფექტური და რეპრესიული პოლიტიკის მიმართ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს მუსლიმი თემის რელიგიური დევნა, რომელმაც უკვე სისტემური ხასიათი მიიღო.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მუსლიმი თემის მიმართ რელიგიური ძალადობის არა ერთი სერიოზული შემთხვევა გამოვლინდა (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ციხისძირი, ჭელა, ქობულეთი, მოხე). რელიგიურ ძალადობის ყველა ამ ფაქტს კომუნალური ხასიათი ჰქონდა და ის ადგილობრივი დომინანტი რელიგიური ჯგუფის, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამხედრო პოლიციის თანამშრომლებისგან მომდინარე შეუწყნარებლობით იყო განპირობებული. ხელისუფლებამ სათანადოდ არ უპასუხა რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინებებს, არ უზრუნველყო კერძო პირებისგან მომდინარე ძალადობის პრევენცია და ეფექტური გამოძიების ჩატარება. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელისუფლება ღია ლოიალობას ავლენს უმრავლესობის მიმართ და პრობლემის გადაფარვას მუსლიმი თემის უფლებების იგნორირების ხარჯზე ცდილობს. (more…)

რელიგიურ გაერთიანებათა საჭიროებები – ქონების რესტიტუცია

ბოლო დღეებში სოფელ მოხეში განვითარებულმა მოვლენებმა გამოავლინა სისტემური ხასიათის პრობლემა, რომელიც რელიგიური უმცირესობებისთვის საკულტო-ნაგებობების რესტიტუციის პოლიტიკის არარსებობას უკავშირდება. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) 2014 წელს მოამზადა კვლევა, რომელშიც მოხეს მეჩეთის პრობლემაც არის აღწერილი. 

გთავაზობთ ამონარიდს კვლევიდან:

ბოლო წლების განმავლობაში რელიგიისა და საერო სფეროების ურთიერთგადაკვეთაზე მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, რომ დომინანტი რელიგიისადმი სახელმწიფოს პრეფერენციული დამოკიდებულება რელიგიის თავისუფლების ხელყოფისა და დისკრიმინაციის სისტემური პრობლემის გაჩენის საფუძველი გახდა. (more…)

State funding for Religious Organizations in Georgia (Brief Report)

The purpose of the joint research by Tolerance and Diversity Institute (TDI) and Human Rights Education and Monitoring Center (EMC) is to show the practice of funding religious organizations by the state. For that purpose the research studies the scope and aim of financial resources and other tangible benefits transferred from the state to religious associations, also from the state budget, the President’s and government’s reserve funds as well as the budget of municipality in the period of 2013-2014.

TDI-ისა და EMC-ის ერთობლივი კვლევა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებაზე

“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა” (TDI) და “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) ერთობლივი კვლევის მიზანია, აჩვენოს სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკა. ამ მიზნით, კვლევაში შესწავლილია 2013 წელსა და 2014 წლის დასაწყისში (იანვარი-აპრილი) სახელმწიფოს მიერ რელიგიური გაერთიანებებისთვის, მათ შორის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, გადაცემული ფინანსური რესურსების, უძრავი და მოძრავი ქონების მასშტაბი და მიზნობრიობა.

კვლევის ძირითადი ნაწილი ეფუძნება საქართველოს პრეზიდენტის აპარატის, საქართველოს მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,  საქართველოს 59 მუნიციპალიტეტის, 5 თვითმმართველი ქალაქის მერიებისა და თბილისის 10 რაიონული გამგეობისგან, საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვილ დოკუმენტებს.

(more…)

Assessment of the Needs of Religious Organizations in Georgia

The study conducted by the Tolerance and Diversity Institute (TDI)  identifies the challenges and needs of religious organizations, cases of violations of the freedom of religion and evaluates the state policy and practice in this regard.

The findings are based on interviews with up to 70 representatives of 33 religious organizations in Georgia.

An assessment of the instances when religious and secular space converged in recent years reveals that the state’s preferential treatment of the dominant church forms a basis for discrimination and a systematic violation of religious freedom.

As a general rule, the state fails to effectively respond to offenses motivated by religious intolerance directed against religious minorities. Furthermore, state bodies are sometimes involved in the process of discrimination. The assessments, which have been produced by representatives from a wide spectrum of religious organizations surveyed within the scope of following research, reveal varied tendencies of religious freedom violations.

Part of the problem stems from the state’s reluctance to address the persistent concerns that various religious organizations had for years. This lead to the creation of new state institutions, such as the State Agency on Religious Affairs, but we have also seen growing occurrences of islamophobia and a drastic increase in the number of offenses motivated by religious intolerance.

In addition to identifying problems, this research offers specific recommendations to the state institutions; the implementation of which will contribute to the elimination of religiously motivated discrimination and will create more secure guarantees for the protection of religious freedom and the development of an equal and tolerant environment.

The study is conducted by the Tolerance and Diversity Institute (TDI) within the ‘Advancing National Integration in Georgia’ (ANI) project’s Small Grants Mechanism, implemented by the United Nations Association of Georgia (UNAG) and the Open Society Georgia Foundation (OSGF) with the financial support of the U.S. Agency for International Development (USAID).

რელიგიურ გაერთიანებათა საჭიროებების კვლევა საქართველოში

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილია საქართველოში რელიგიური გაერთიანებების საჭიროებების, მათ წინაშე არსებული პრობლემებისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკის ანალიზი.

კვლევა ეფუძნება 33 რელიგიური გაერთიანების 70-მდე წარმომადგენელთან ჩატარებულ ინტერვიუებს.

ბოლო წლების განმავლობაში რელიგიისა და საერო სფეროების ურთიერთგადაკვეთაზე მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, რომ დომინანტი რელიგიისადმი სახელმწიფოს პრეფერენციული დამოკიდებულება რელიგიის თავისუფლების ხელყოფისა და დისკრიმინაციის სისტემური პრობლემის გაჩენის საფუძველი გახდა

როგორც წესი, რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი სამართალდარღვევები სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური რეაგირების გარეშე რჩება, თუმცა, ესა თუ ის სახელმწიფო სტრუქტურა, ზოგჯერ თავადაც ერთვება დისკრიმინაციის პროცესში.
კვლევის ფარგლებში გამოკითხული სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა შეფასებები საქართველოში რელიგიის თავისუფლების დარღვევის სხვადასხვა ტენდენციას აჩვენებს.
პრობლემების ერთი, მნიშვნელოვანი ნაწილი რელიგიურ გაერთიანებებს წლებია აწუხებს და სახელმწიფოს მათ გადასაჭრელად ქმედითი ნაბიჯები არასდროს გადაუდგამს, ნაწილი კი, რელიგიის საკითხზე მომუშავე ახალი საჯარო სტრუქტურების შექმნასთან, ბოლო პერიოდში გამოვლენილ ისლამოფობიასა და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი სამართალდარღვევების რიცხვის მკვეთრ ზრდასთან არის დაკავშირებული.

აღნიშნული პრობლემატიკის მიმოხილვასთან ერთად, კვლევაში მოცემულია სახელმწიფო უწყებებისთვის შეთავაზებული კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა შესრულება ხელს შეუწყობს რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოფხვრას და უფრო მყარ გარანტიებს შექმნის საქართველოში რელიგიის თავისუფლების დაცვისა და თანასწორუფლებიანი, ტოლერანტული გარემოს განვითარებისთვის.

კვლევა მოამზადა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) “ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” (ANI) პროექტის მცირე გრანტების მექანიზმის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) და ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” (OSGF), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.