რელიგიური დისკრიმინაციისა და კონსტიტუციური სეკულარიზმის კვლევა საქართველოში

ნაშრომში „რელიგიური დისკრიმინაციისა და კონსტიტუციური სეკულარიზმის კვლევა საქართველოში“ წარმოდგენილია რელიგიური დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენილი სამართალდარღვევების, რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოსა და სახელმწიფოს პრაქტიკის ანალიზი; ასევე, სეკულარობის პრინციპებთან მიმართებით პოლიტიკოსების რიტორიკის შეფასება.

საკანონმდებლო ჩარჩოსა და რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით სახელმწიფო პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაციის აღკვეთისა და სეკულარიზმის თვალსაზრისით, საქართველოს კანონმდებლობაში (საგადასახადო და საბაჟო, ზოგად და უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობა, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი) რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მანდატსა და რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესში არსებობს ხარვეზები.  თუმცა, რელიგიური უმცირესობების მწვავე პრობლემები განპირობებულია იმდენად არა ნორმატიული აქტებით, რამდენადაც ამ აქტების დისკრიმინაციული აღსრულების წესით. ეს იკვეთება სხვადასხვა სფეროს საჯარო მოხელეების ქცევაში: მშენებლობის ნებართვების გაცემა, სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მართლმსაჯულების აღსრულება რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე,  საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეულ საკუთრებაზე, განსაკუთრებით, საკულტო ნაგებობებზე უფლებების აღდგენა.

მედიაში გამოქვეყნებული საჯარო განცხადებების ანალიზი აჩვენებს, რომ რელიგიასა და რელიგიურ ინსტანციებთან ამა თუ იმ სახით დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების კომენტირებისას, პოლიტიკოსები, სახელმწიფო და საჯარო მოხელეები, ზოგჯერ არ იცავენ რელიგიური ნეიტრალურობის პრინციპს და სიტუაციას აფასებენ მიკერძოებულად, პირადი რელიგიური პოზიციიდან ან მეინსტრიმული რელიგიური კონიუნქტურიდან გამომდინარე.

კვლევაში გამოიკვეთა, რომ საჯარო მოხელეები „უმრავლესობის დაკვეთით“ რელიგიური უმცირესობებისადმი ხშირად დისკრიმინაციულ პოლიტიკას ახორციელებენ. ეს რელიგიური გაერთიანებების უფლებების უხეშ დარღვევასა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ პრეფერენციულ მოპყრობაში ვლინდება. შესაბამისად, რელიგიურ გაერთიანებებს არ ეძლევათ საშუალება საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებით თანაბრად ისარგებლონ.

კვლევა მოამზადა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო  პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო  საზოგადოების განვითარება“ (G-PAC) ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

Advertisements
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: