განცხადება ისლამოფობიის მორიგი ფაქტის შესახებ

10 სექტემბერი, 2014

გვსურს, გამოვეხმაუროთ 10 სექტემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მუსლიმთა მიმართ რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლენის ფაქტს.

როგორც მედიით გახდა ცნობილი, ქობულეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, რომლებიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებენ, ლერმონტოვის ქუჩა #13-ში მდებარე მუსლიმთა პანსიონატის გახსნა გააპროტესტეს. შეკრებილებმა შენობის შესასვლეთან დაკლეს ღორი და მისი თავი კარზე დაკიდეს. პანსიონატის დახურვის მოთხოვნით, მათ ქუჩაც ჰქონდათ გადაკეტილი.

როგორც „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობების“ თავმჯდომარემ შამილ კაკალაძემ განგვიცხადა, პანსიონატის გახსნის შემთხვევაში ადგილობრივი ქრისტიანები მუსლიმებს „სისხლის დაღვრით“ ემუქრებიან. მართლმადიდებელი მრევლის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას პანსიონატის სხვა თანამშრომლებიც ადასტურებენ. პანსიონატის ხელმძღვანელობის თქმით, მუსლიმი მოქალაქეების მისამართით მუქარა უკვე ერთი თვეა გრძელდება.

ჩვენ მიერ ამ დროისთვის მოპოვებული მასალის, თვითმხილველთა განცხადებებისა და მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ ინციდენტში შესაძლოა იკვეთებოდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები (დევნა, მუქარა, ხულიგნობა, ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად, ძალადობით ან ძალადობის მუქარით).

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამგებელმა სულხან ევგენიძემ მედიასთან კომენტარში აღნიშნა, რომ „მოსახლეობა მოატყუეს“, რადგან მათ ეგონათ, რომ სახლში „ქართველი ოჯახები იცხოვრებდნენ“.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის კომენტარიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ პანსიონის ფუნქციონირებაზე ნებართვა თითქოს სწორედ უმრავლესობის ნებისა და ინტერესების გათვალისწინებით შეიძლება გაიცეს. აღნიშნული განცხადება არის დისკრიმინაციული და ხელს უწყობს შეუწყნარებლობის ესკალაციას.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში მუსლიმთა დევნისა და შევიწროვების ფაქტებმა სისტემური ხასიათი მიიღო, რაც სახელმწიფოს მხრიდან შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე არაეფექტური და არაადეკვატური რეაგირების შედეგია.

შემაშფოთებელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საჯარო მოხელეების ქცევა, რომლებიც რელიგიური უმცირესობებისადმი ხშირად დისკრიმინაციულ პოლიტიკას ახორციელებენ, რაც უმცირესობების უფლებების უხეშ დარღვევასა და უმრავლესობისადმი პრეფერენციულ მოპყრობაში ვლინდება.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის 2013 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაცემულია რეკომენდაცია, რომ სახელმწიფომ გამოიყენოს „ნულოვანი ტოლერანტობის“ პრინციპი რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის და ისლამოფობიის წინააღმდეგ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, შეისწავლონ ინციდენტთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ეფექტური და დროული რეაგირება მოახდინონ. ასევე, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს გადამწყვეტი ზომები, რათა წერტილი დაესვას მოქალაქეების დევნას და დისკრიმინაციას რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე.

  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • იდენტობა
  • ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი (ACICC)
  • საფარი
  • უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი (ECMI)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  • ფონდი ალპე
Advertisements
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: