განცხადება მარიამ კოჩალაძის მკვლელობის ქსენოფობიურ კონტექსტში გაშუქების შესახებ

29 ივლისი, 2014

გვინდა გამოვეხმაუროთ ქართულ მედიაში მარიამ კოჩალაძის გახმაურებული მკვლელობის ფაქტის სპეკულაციურ გაშუქებას, რაც ერთ წელზე მეტია სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში პერიოდულად იჩენს თავს და ქსენოფობიურ ხასიათს ატარებს.

2013 წლის 22 ივლისს ქალაქ ბათუმში იპოვეს გარდაცვლილი მარიამ კოჩალაძე, რომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, გამოძიების წინასწარი ცნობით, უცხო ქვეყნის, კერძოდ ირანის მოქალაქე იყო. ეჭვმიტანილის იდენტობის საფუძველზე, ოჯახის წევრები და ახლობლები მკვლელობის რელიგიურ მოტივზე აკეთებდნენ აპელირებას, ხოლო მედია ემოციურ ფონზე გაკეთებული ამ განცხადებების ტირაჟირებას ცალმხრივად, გადამოწმების გარეშე ახდენდა . გახმაურებული მკვლელობისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ისლამოფობიურ კონტექსტში ინციდენტის გაშუქება საზოგადოებაში ამ განწყობებს კიდევ უფრო ამძაფრებს.

2014 წლის 24 ივლისს ინტერნეტ პორტალმა ამბები.ge-მ გამოაქვეყნა ჟურნალ “სარკის” მიერ მომზადებული მასალა, რომელიც ერთ წყაროზე, გარდაცვლილის ნათლიაზე დაყრდნობით ავითარებს აზრს, თითქოს მკვლელობა რელიგიური მოტივით მოხდა (ე.წ. “მსხვერპთშეწირვა”) და იგი გარდაცვლილის მიერ თურქული სასწავლებლის დატოვებას და სასწავლებლის ადმინისტრაციის მხრიდან მუქარას უკავშირდებოდა.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, მედია საშუალება ვალდებულია, ინფორმაცია სულ მცირე ორ დამოუკიდებელ წყაროსთან გადაამოწმოს, მით უფრო, როცა საქმე სადავო ფაქტობრივ გარემოებებს და მგრძნობიარე თემატიკას ეხება. აღნიშნული პუბლიკაცია მხოლოდ გარდაცვლილის ახლობლის ემოციურ განცხადებებს ეყრდნობა და არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან ფაქტების გადასამოწმებლად გონივრულ ზომებს მიმართა. მასალაში არც გამოძიების ოფიციალური ვერსიაა წარმოდგენილი, რაც მკვლელობის მოტივის შესახებ აუდიტორიის ინფორმირებას მოახდენდა.

ვთვლით, რომ მკვლელობის მოტივის შესახებ დაუზუსტებელი ვარაუდების გავრცელებას კიდევ უფრო ამძიმებს რელიგიური თემატიკის შემოტანა, რადგან უარყოფით მოვლენებსა და რელიგიურ კუთვნილებას შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლება და ერთი კონკრეტული ინციდენტის ასოცირება მთელ ჯგუფთან, სიძულვილის გაღვივებას და ისლამის მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების დამკვიდრებას უწყობს ხელს, რისი გამოვლინებებიც ქართულ მედიაში ხშირად ანტითურქულ განწყობებს უკავშირდება .

მოვუწოდებთ ინტერნეტ-პორტალ ამბები.ge-ის და ჟურნალ “სარკის” რედაქციას:

• თანაზომადი ფორმით შეასწორონ გავრცელებული ინფორმაცია, რათა არ მოხდეს აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა და რელიგიური და ეთნიკური კუთვნილების ნიადაგზე სიძულვილისა და არატოლერანტობის გაღვივება.

იმის გათვალისწინებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საწყისი განცხადების გაკეთების შემდეგ, რაც წინასწარ ინფორმაციას უკავშირდებოდა, არ მომხდარა საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ხოლო საზოგადოების ინტერესი ამ გახმაურებული მკვლელობის მიმართ კვლავაც მაღალია, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას:

• მოახდინონ საზოგადოების და მედიის ინფორმირება გამოძიების შედეგების და მკვლელობის მოტივაციის შესახებ, რათა ინფორმაციის სიმწირემ ნოყიერი ნიადაგი არ შექმნას სხვადასხვა ვარაუდებისთვის, რაც საბოლოო ჯამში რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე შეუწყნარებლობას გააღვივებს.

მედიის განვითარების ფონდი, MDF

რელიგიური ორგანიზაცია “ქართველ მუსლიმთა კავშირი”

მალხაზ სონღულაშვილი, თბილელი ეპისკოპოსი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, EMC

კავშირი “საფარი”

იდენტობა

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI

Advertisements
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: