არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მთავარი პროკურატურის მიერ ბრალის წაყენებას ეხმიანებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მთავარი პროკურატურის მიერ ბრალის წაყენებას ეხმიანებიან. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებში გამოძიების პოლიტიკური მოტივაციისა და მიუკერძოებლობის  კუთხით არაერთი კითხვა გააჩინა. განცხადებები  გაავრცელეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და სენატორებმა, რომლებმაც შეშფოთება გამოთქვეს სავარაუდო პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით.

(more…)

Advertisements

განცხადება მარიამ კოჩალაძის მკვლელობის ქსენოფობიურ კონტექსტში გაშუქების შესახებ

29 ივლისი, 2014

გვინდა გამოვეხმაუროთ ქართულ მედიაში მარიამ კოჩალაძის გახმაურებული მკვლელობის ფაქტის სპეკულაციურ გაშუქებას, რაც ერთ წელზე მეტია სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში პერიოდულად იჩენს თავს და ქსენოფობიურ ხასიათს ატარებს.

2013 წლის 22 ივლისს ქალაქ ბათუმში იპოვეს გარდაცვლილი მარიამ კოჩალაძე, რომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, გამოძიების წინასწარი ცნობით, უცხო ქვეყნის, კერძოდ ირანის მოქალაქე იყო. ეჭვმიტანილის იდენტობის საფუძველზე, ოჯახის წევრები და ახლობლები მკვლელობის რელიგიურ მოტივზე აკეთებდნენ აპელირებას, ხოლო მედია ემოციურ ფონზე გაკეთებული ამ განცხადებების ტირაჟირებას ცალმხრივად, გადამოწმების გარეშე ახდენდა . გახმაურებული მკვლელობისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ისლამოფობიურ კონტექსტში ინციდენტის გაშუქება საზოგადოებაში ამ განწყობებს კიდევ უფრო ამძაფრებს.

(more…)

Statement of Non-Governmental Organizations on the Incident at the Armenian Church

During last two days, the group of non-governmental organizations has been examining the incident that took place at the Armenian Church of St. Etchmiadzin in Tbilisi, on 19 July, 2014. In the process, the group interviewed the victims and several aggressors, evaluated the video footage, which has caught the episodes of conflict. The results of primary analysis of the factual circumstances surrounding the incident demonstrate the presence of ethnic hatred context during the evolution of conflict, which was mostly expressed through verbal abuse on the ground of the ethnic origin. However, motives of ethnic strife or hostility did not dominate the identified reasons of violence. The video footage of incident and explanations of witnesses demonstrated that the private dispute, which later grew into wide-scale aggression, was mostly directed against the specific representatives of the Armenian Church, rather than against church or ethnic group in general. It is noteworthy, that some of the aggressors were of Armenian ethnic origin.

(more…)

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება სომხურ ეკლესიასთან მომხდარი ინციდენტის შესახებ

22 ივლისი, 2014

არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში სწავლობდა 2014წლის 19 ივლისს ქალაქ თბილისის “სურბ ეჩმიაძინის” ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტს. შესწავლის დროს ჯგუფმა გამოიკითხა დაზარალებული პირები და რამდენიმე თავდამსხმელი, ასევე შეაფასა ვიდეო მასალა, რომელიც კონფლიქტის ამსახველ ეპიზოდებს აღწერს. ინციდენტთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების პირველადი ანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ კონფლიქტის მიმდინარეობის დროს ჩანდა ეთნიკური სიძულვილის კონტექსტი, რაც ძირითადად ეთნიკური კუთვნილების გამო სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა, თუმცა, გამოვლენილი ძალადობის მიზეზებში ეთნიკური შუღლის ან მტრობის მოტივი არ დომინირებდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა და მოწმეთა ახსნა-განმარტებები აჩვენებს, რომ კერძო ხასიათის დავა, რომელიც შემდგომში მასშტაბურ აგრესიაში გადაიზარდა, უფრო მეტად ინციდენტში მონაწილე სომხური ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლებისკენ იყო მიმართული, ვიდრე ზოგადად ეკლესიის ან ეთნიკური ჯგუფის მიმართ. აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელთა შორის ასევე იყვნენ ეთნიკურად სომეხი წარმოშობის პირები.

(more…)

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ტელეკომპანია GDS-ის სექსისტურ სიუჟეტთან დაკავშირებით

14 ივლისი, 2014

 გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია GDS-ის ეთერით 9 ივლისს გასულ გადაცემა “ბინა 18”-ის ფრაგმენტს, რომელიც ქალის სხეულის დამამცირებელ ვიზუალიზაციას შეიცავდა. ვთვლით, რომ გადაცემის ეს მონაკვეთი ქალთა და მამაკაცთა როლის ღიად სექსისტურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს და საზოგადოებაში არსებული მანკიერი სტერეოტიპების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს, რაც სათანადო შეფასებას საჭიროებს.

მართალია, გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი იდეის გავრცელების უფლებას გულსხმობს, მაგრამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მყარი საკანონმდებლო გარანტიები არ ათავისუფლებს მედიას ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისგან, რომელიც ამ პროფესიას მისი ფუნქციიდან გამოდინარე აკისრია.

(more…)

TDI on the Case of Racial Discrimination

Displaying 20140701_143823.jpg

Aaron Charles, a citizen of United Kingdom living in Georgia, became a victim of racial discrimination twice  within a time span of two weeks in Tbilisi. First, on June 20, in a Smart supermarket he was insulted verbally on the ground of race, and on June 28, in a McDonald’s restaurant he got nearly physically offended. (more…)

TDI რასობრივი შეუწყნარებლობის ფაქტის შესახებ

Displaying 20140701_143823.jpg

საქართველოში მცხოვრები ბრიტანეთის მოქალაქე აარონ ჩარლზი ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორჯერ გახდა რასისტული თავდასხმის მსხვერპლი. პირველად, 20 ივნისს, მას სუპერმარკეტ „სმარტში“ კანის ფერის გამო  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო მეორედ, 28 ივნისს, მეტრო მარჯანიშვილთან მდებარე “მაკდონალდსის” რესტორანში ცემითაც დაემუქრნენ. აღნიშნული ინციდენტების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელისა და მედიის საშუალებით გავრცელდა.

(more…)