არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტელეკომპანია „კავკასიის“ თვითრეგულირების ორგანოს მიმართეს

საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაცია “გატამ”, მედიის განვითარების ფონდმა (MDF), საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) 22 მაისს ტელეკომპანია კავკასიის თვითრეგულირების ორგანოს მიმართეს, 14 მაისის ტელეკომპანია „კავკასიის“ ტოქშოუ “სპექტრში” გადაცემის წამყვანის დავით აქუბარდიას მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა.

ორგანიზაციებს მოყავთ დავით აქუბარდიას ციტატა : “აზერბაიჯანული ქალაქი გახდება 15-20 წელიწადში ეს ქალაქი [რუსთავი], თუ ეს არ გადავარჩინეთ… რუსთავი უნდა გადარჩეს, როგორც ქართულ ქალაქად და ეს იდეა ჩემი იდეა არ არის, ეს სტალინის იდეაა არის…
ეს უხერხული თემებია, მცოცავი ანექსიაა ეს იცი, ნელა-ნელა მოდიან, ეს ქალაქი იჭერს, თორემ აგერ ორთაჭალასთან სხვა ქვეყნის საზღვარი გვექნებოდა… შემცირდა მოსახლეობა თქვენთან, განახევრდა, პირველი სართულები ვინც იყიდეს, სუყველას აქვს ბაქოში ბინები…
წმინდა ეკონომიური დისკრიმინაცია მიდის იქ ქართველების… ორი აზერბაიჯანული ბანკი მარტო აზერბაჯანლებს აძლევს კრედიტს, რომ ბინები იყიდონ… ჩაგრავენ ქართველებს და ქართველების შემცირება ხდება… ეროსი, აქედან იწყება მერე დაკარგვა ტერიტორიების, მეტი კი არაფერი იყო – რეალური მოსახლეობის პრინციპი – კახი, ბელაქანი, ზაქათალა, ნახე რა, 20 წლის მაისის ხელშეკრულება რუსეთთან. აღიარებდნენ, იმას საქართველოს ტერიტორიად. მერე ატეხეს, რეალური მოსახლეობის პრინციპიო და წაგვართვეს. ასე წაგვართმევენ იმ რუსთავსაც, თუ არ გამოვიფხიკეთ ყურები.”

განცხადების ავტორთა აზრით, აქუბარდიას მხრიდან დარღვეულია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე მუხლი, რადგან მისი განცხადებები აღვივებს სიძულვილს და არატოლერანტობას როგორც ეთნიკური ნიშნით საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელების, ასევე გეოგრაფიული წარმომავლობის მიხედვით, რუსთავში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ.
გადაცემის წამყვანმა ასევე დაარღვია კოდექსის 33.1 მუხლი, რომლის თანახმად,”მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა დაუარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათშორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან.”

განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ დავით აქუბარდია მაყურებელს სთავზობს რამოდენიმე ფაქტობრივ გარემოებას (მაგ. აზერბაიჯანული ბანკები მხოლოდ ეთნიკური ნიშნით გასცემენ კრედიტებს) ისე, რომ არ უთითებს ინფორმაციის არც ღია, არც დახურულ წყაროს ან სხვა რამე ფაქტობრივ მტკიცებულებას, რაც „მნიშვნელოვანია ჯეროვანი სიზუსტისთვის და აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად.“

„ქცევის კოდექსი (მუხლი 17.2) ასევე ავალდებულებს საავტორო პროგრამის წამყვანს, არ გამოიყენოს მისი მდგომარება საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული არ ყოფილა“, განმარტავენ ორგანიზაციები,“ დავით აქუბარდიას მიერ გადაცემა სპექტრში გაკეთებული განცხადებები ქსენოფობიურია და საქართველოს მოქალაქეების ეთნიკური და გეოგრაფიული ნიშნით სეგრეგაციას უწყობს ხელს.“

Advertisements
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: