არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე 27 მაისის თავდასხმასთან დაკავშირებით

არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას  ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე 27 მაისს განხორციელებული თავდასხმის გამო და მოვუწოდებთ ხელისუფლებას ეს ფაქტი დროულად და ეფექტურად გამოიძიოს, ასევე პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე პირი. იმავდროულად, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს და საჯარო პირს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის შემცველი კომენტარებისა და აგრესიის წახალისებისგან.

(more…)

Advertisements

მეტი კომფორტი მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიას

 

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) კვლევის მიხედვით მომზადებული ინფოგრაფიკა

ინფოგრაფიკა (photo: )

ყურსასმენები, ბლენდერები, ლეპტოპები, მულტირობოტი, წაბლის ხეში ნაკვეთი ავეჯი, ბელუქსის ჭურჭელი, ხორცის მანქანა, აკვარიუმი აქსესუარებითურთ,… ეს არასრული ჩამონათვალია იმ საგნებისა, რომელთა შესაძენად მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიას ადგილობრივმა ბიუჯეტმა 170 ათასამდე ლარი გამოუყო.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის თითქმის 87% ეთნიკურად აზერბაიჯანელია.

დიზაინერი: ირაკლი ჭუმბურიძე (ჯამპსტარტ ჯორჯია)

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტელეკომპანია „კავკასიის“ თვითრეგულირების ორგანოს მიმართეს

საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაცია “გატამ”, მედიის განვითარების ფონდმა (MDF), საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) 22 მაისს ტელეკომპანია კავკასიის თვითრეგულირების ორგანოს მიმართეს, 14 მაისის ტელეკომპანია „კავკასიის“ ტოქშოუ “სპექტრში” გადაცემის წამყვანის დავით აქუბარდიას მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა.

(more…)

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით

2013 წლის 17 მაისი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა ჩვენს სოციალურ-პოლიტიკურ რეალობაში. ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (აიდაჰო) დაკავშირებით დაგეგმილი აქციის საწინააღმდეგოდ, სასულიერო პირებისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კონტრდემონსტრაციამ მასშტაბური  ძალადობის სახე მიიღო. ამით, ის კონფლიქტში შევიდა არსებულ სამართლებრივ წესრიგსა და ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც საჯარო-პოლიტიკური სივრცის სეკულარიზაციისა და ადამიანების, როგორც უმაღლესი ფასეულობის თავისუფლების, ღირსებისა და თანასწორობის დაცვის იდეებს ეფუძნება. სამწუხაროდ, 17 მაისს, სახელმწიფომ ვერ შეძლო აიდაჰოს აქციის მონაწილეების შეკრების თავისუფლებისა და სეკულარიზმის პრინციპის დაცვა. გამოვლენილი ძალადობის აღკვეთისა და კონკრეტული სამართალდამრღვევი პირების დასჯის მიზნით, სახელმწიფოს მიერ გატარებულმა არაეფექტურმა პოლიტიკამ, მომდევნო პერიოდში სხვადასხვა დისკრიმინირებული ჯგუფის (მათ შორის, რელიგიური უმცირესობების) მიმართ სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ზრდა განაპირობა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 17 მაისის შემდეგ, ასევე იმატა ლგბტ პირთა მიმართ ძალადობრივმა შემთხვევებმა.

(more…)

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გაზეთ “რეზონანსის” წინააღმდეგ MDF-ისა და TDI-ის განცხადება დააკმაყოფილა

10 მაისი, 2014

MDF_TDI

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 10 მაისს გამართულ სხდომაზე დააკმაყოფილა მედიის განვითარების ფონდისა (MDF) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) საჩივარი გაზეთ “რეზონანსის” წინააღმდეგ.

ქარტიამ გაიზიარა MDF-ისა და TDI-ის მოსაზრება, რომ 12 მარტს გამოქვეყნებული სტატიით “ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომელთაც სძულთ ჰომოსექსუალები” გაზეთმა რეზონანსმა დააღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-7 (დისკრიმინაცია) მუხლები.

ქარტიის პირველი მუხლის თანახმად,  ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ხოლო მე-7 მუხლის მიხედვით, “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

 

Charter of Journalistic Ethics Upheld Complaint of

MDF and TDI vs. Rezonansi Newspaper

10 May, 2014

Charter of Journalistic Ethics upheld complaint of Media Development Foundation (MDF) and Tolerance and Discrimination Institute (TDI) vs. Rezonansi newspaper on the meeting held on 10 May.

The Charter shared opinion of MDF and TDI that the article “Hollywood stars who hate homosexuals” published by Rezonansi newspaper on 12 March was in breach of clause 1 (accuracy) and 7 (discrimination).

According to the clause 1 of the charter, a journalists must have respect the right of the public to receive accurate information; while clause 7 states that “the journalist shall be aware of the danger of discrimination being furthered by the media, and shall do the utmost to avoid facilitating such discrimination based on, among other things, race, sex, sexual orientation, language, religion, political or other opinions, and national or social origins”.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება მინისტრ დავით დარახველიძის ჰომოფობიური შეფასებების გამო

12 მაისი, 2014
ჩვენ შეშფოთებას იწვევს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძის ჰომოფობიური შეფასებები, რომელიც მან გაზეთ “ვერსიასთან” 9 მაისს მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. (more…)

MDF-ის, GDI-ისა და TDI-ის განცხადება კრიმინალური ფაქტის ქსენოფობიურ კონტექსტში გაშუქების გამო

გვინდა შეშფოთება გამოვხატოთ 29 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის 8 საათიან “მოამბეში” გასულ სიუჟეტთანდაკავშირებით, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე ეჭვმიტანილი ერაყის მოქალაქის დაკავებას შეეხება.

(more…)

ქართველ მუსლიმთა კავშირის, MDF-ის და TDI-ის საჩივარი

ვთვლით, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა პოსტსკრიპტუმში 6 აპრილს (21 სთ) გასული სიუჟეტი, რომელიც ბათუმში მუსლიმთა სალოცავის აშენების თემას შეეხება, ფაქტების არასწორ ინტერპრეტირებას, არასწორ კონტექსტუალიზაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ახდენს.

(more…)

Joint Statement of the Council of Religions under the Public Defender of Georgia and Non-governmental organizations about the State Agency of Religious Issues

In February 2014 the government of Georgia established the State Agency of Religious Issues. We consider that the mandate of the newly established Agency is challenging due to the following reasons: (more…)

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან დაკავშირებით

2014 წლის თებერვალში საქართველოს მთავარობის გადაწყვეტილებით დაფუძნდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო,  თუმცა, მიგვაჩნია, რომ ახლადშექმნილი სააგენტოს მანდატი რამდენიმე მიმართულებით პრობლემურია. კერძოდ: (more…)