სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებით

ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ უკმაყოფილებასა და კრიტიკას დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ არსებული ვერსია არსებითი უკანდახევაა დისკრიმინაციასთან ბრძოლის იმ მოდელისა და სტანდარტებისგან, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური თანამშრომლობის გზით შეიმუშავა და ასევე პოზიტიურად იქნა შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის პროექტიდან ამოღებულია დისკრიმინაციის აღმოფხვრის ეფექტური რეპრესიული და პრევენციული მექანიზმები, რომელიც დამრღვევის მიმართ ჯარიმის დაკისრებასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი სავალდებულო ღონისძიებების კონტროლის ინსტრუმენტებს ითვალისწინებდა. ამასთან, სუსტი და არაეფექტურია დისკრიმინაციის ფაქტების განხილვისა და მათი აღსრულების პროცესში სახალხო დამცველის კომპეტენციები და  პროცედურული გარანტიები.

(more…)

Complaint of MDF and TDI vs. Rezonansi Newspaper

MDF_TDI

 

15 April, 2014

On 5 April Media Development Foundation, MDF, and Tolerance and Diversity Institute, TDI, lodged a complaint to the Georgian Charter of Journalistic Ethics against the article headlined “The Hollywood stars who hate homosexuals” published by Rezonansi newspaper on 12 March.

MDF and TDI argue that the headline promotes hatred towards the LGBT persons and breaches Article 7 of Charter of Journalistic Ethics, on unacceptability of discrimination. According to the complaint, the newspaper also violated Article 1 (Accuracy) of the Charter since the headline does not fully correspond to the content of the article which provides opinions of those who defend LGBT rights or whose attitudes towards LGBT groups could not be regarded as the expression of hate.

On 11 April the Charter of Journalistic Ethics accepted the complaint for consideration.

 

 

 

“კეთილმოწყობის ღონისძიება”, ანუ მილიონ-ნახევარი საპატრიარქოსთვის

TDI-ის მონაცემების მიხედვით

ჟურნალ “ლიბერალის” მიერ მომზადებული ინფოგრაფიკა

იფოგრაფიკა (photo: )

გარდა ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებისა, თბილისის გამგეობების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა ქალაქის ბიუჯეტის „კეთილმოწყობის ღონისძიებების“ პროგრამაშია გათვალისწინებული. ზოგადად, ამ პროგრამის მიხედვით, ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) თბილისის 2013 წლის ბიუჯეტიდან ეკლესია-მონასტრებისთვის გადარიცხული ფინანსების შესახებ ინფორმაცია მოიძია. “ლიბერალი” ამ მონაცემების ვიზუალურ ასახვას გთავაზობთ.

TDI-ის კვლევა სრულად იხილეთ ბმულზე:   http://bit.ly/1gzCwec

Georgian Civic Organizations Call on Georgian MPs not to Support “Sects” Resolution at PACE

On April 10, 2014 report no.13441 – “The protection of minors against excesses of sects” – by the French MP Mr. Rudy Salles will be discussed at the Council of Europe Parliamentary Assembly session.

The presented draft resolution and recommendations by Mr. Salles are aimed to address the “excesses of  sects”, describing them as “acts which have the purpose or effect of creating, maintaining or exploiting a state of psychological or physical submission in an individual, causing harm to that individual or for society”. For the prevention of such actions the draft resolution offers the adoption of special legislative provisions “punishing the abuse of psychological and/or physical weakness” (Draft resolution, Par. 6.7).

At the same time, it is very important to consider the following aspects in order to assess the presented initiative: in the explanatory memorandum the rapporteur points out that it is impossible to give a definition of a “sect”, however, based on another report, he suggests the difference between “religion’ and a “sect” – “while a religion implies free, informed consent on the part of those who join it, people joining certain sects may be free when they join it, but are not informed, and, once they are informed, they are usually no longer free” (Explanatory Memorandum, Par. 15).

In addition to all the mentioned explanations, it is numerously pointed out in the draft resolution and in the whole report that the problem is not studied sufficiently within the Council of Europe member states and there is no adequate data in this regard. Based on the above mentioned, the following conclusions can be drawn:

(more…)

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებისადმი

2014 წლის 10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დაგეგმილ სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საფრანგეთის წარმომადგენლის – რუდი სალის მიერ წარდგენილი მოხსენებაა (#1344)[1], რომელიც შეეხება არასრულწლოვანთა დაცვას „სექტებისგან“.

მოხსენებას თან ერთვის ბატონი სალის მიერ მომზადებული რეზოლუციისა და რეკომენდაციის პროექტები, რაც მიმართულია სექტების „ზღვარგადასული ქცევის“ აღკვეთისკენ. აღნიშნულ ქცევაში გულისხმობენ „ქმედებებს, რომელთა მიზანი ან შედეგი იწვევს ინდივიდის ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ დამორჩილებას, ამ მდგომარეობის  შენარჩუნებას ან ექსპლუატაციას, რაც აზიანებს თავად ამ ინდივიდს ან საზოგადოებას.“ მსგავსი ქცევის აღკვეთისკენ მიმართულ ერთ–ერთ ღონისძიებად რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს იმგვარი საკანონმდებლო ზომების მიღებას, რაც დასჯადად გამოაცხადებს „ფსიქოლოგიური და/ან ფიზიკური სისუსტის მდგომარეობით სარგებლობას.“ (რეზოლუციის პროექტი, პარ. 6.7.)

 ამასთან ერთად, ინიციატივის შეფასებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კიდევ ორი გარემოება. განმარტებით მემორანდუმში, მომხსენებელი აღნიშნავს, რომ შეუძლებელია „სექტის“ დეფინიციაზე შეთანხმება, მაგრამ ის სხვა მოხსენებაზე დაყრდნობით გვათავაზობს შემდეგ განსხვავებას „რელიგიასა“ და „სექტას“ შორის: „რელიგია გულისხმობს იმ პირთა თავისუფალ და ინფორმირებულ თანხმობას, რომლებიც მას უერთდებიან, მაშინ როცა პირები, რომლებიც შედიან ზოგიერთ სექტაში შეიძლება თავისუფალნი არიან მასში გაწევრიანების მომენტში, მაგრამ არ არიან ინფორმირებულნი და როდესაც ინფორმირებულები ხდებიან, აღარ არიან თავისუფალნი.“ (მოხსენება, პარ. 15) (more…)