EMC და TDI ახალ, ერთობლივ კვლევას ჩაატარებენ

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI)  და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) ერთობლივი კვლევის ჩატარება დაიწყო. კვლევის მიზანია 2013 წელს და 2014 წლის დასაწყისში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ფინანსებისა და სხვა მატერიალური სიკეთეების მასშტაბისა და მიზნობრიობის შესწავლა. კვლევა, ბიუჯეტიდან პირდაპირი დაფინანსების წესით გადაცემული დაფინანსების გარდა, გააანალიზებს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან, ასევე ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის გადაცემული მატერიალური სიკეთეების ოდენობას, მიზნობრიობასა და დასაბუთებას.

კვლევის შედეგები აჩვენებს თუ რა ტენდენციები და პრაქტიკა იკვეთება სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების კუთხით, განსახილველ პერიოდში და რა დინამიკა განიცადა მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების პოლიტიკამ ხელისუფლების ტრანზიციის პირობებში. წინა წლებში, სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხის შეფასების დროს, კვლევა დაეყრდნობა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალება – საქართველოს“ მიერ ამ საკითხებზე უკვე ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის შედეგებს.

ამასთან, მიგვაჩნია, რომ განსახილველი კვლევა წაახალისებს საჯარო დისკუსიებს იმ საკითხზე, თუ რამდენად ეფექტურად და გამჭვირვალედ იხარჯება მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო თანხები იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივ დონეზე ხშირად ძალიან მწვავედ დგას სოციალური და ეკოლოგიური პრობლემები.

საბოლოო კვლევის გამოქვეყნებამდე, „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI) და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) საზოგადოებას მიაწვდის კვლევის პროცესში მიღებულ საინტერესო ინფორმაციასა და მიგნებებს, რათა ხელი შეუწყონ ამ საკითხზე საჯარო დისკუსიების წარმართვას. მსგავსი ინფორმაცია განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს რეგიონალური მედიასაშუალებებისთვის. მათი გამოხმაურება კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს კვლევის პროცესისთვის.

Advertisements
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: