იურისტის ვაკანსია

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი  (TDI)  აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

2014 წლის იანვრიდან TDI აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამა „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)-ს მხარდაჭერით, იწყებს პროექტს „სეკულარიზმისა და რელიგიური დისკრიმინაციის კვლევა საქართველოში.“

პროექტის მოკლე აღწერა:

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ერთი მხრივ, საქართველოში რელიგიის თავისუფლების  დარღვევასთან დაკავშირებული შემთხვევების სამართლებრივი ანალიზი და რელიგიური ნიშნით ჩადენილი სამართალდარღვევების  კვლევა,   მეორე მხრივ, მედიაში რელიგიის შესახებ, მათ შორის, დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ საჯარო მოხელეთა და პოლიტიკოსთა დისკურსის შეფასება.

მიზნები

  • პროექტის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურებში სეკულარობის პრინციპების დაცვისა და ტოლერანტული გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა.

ამოცანები

  • რელიგიის თავისუფლების შელახვის ნიშნის მქონე საქმეების ანალიზი;
  • რელიგიის თემატიკასთან დაკავშირებული პოლიტიკოსთა და საჯარო მოხელეთა საჯარო განცხადებების ანალიზი;
  • რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის თემაზე რეკომენდაციების შემუშავება და სამუშაო შეხვედრები შესაბამის უწყებებთან

ვაკანტური პოზიცია: იურისტი

სამუშაოს მოკლე აღწერილობა

კვლევის საწყის ეტაპზე, იურისტი უნდა შეხვდეს რელიგიურ უმცირესობათა გაერთიანებების წარმომადგენლებს; აღნუსხოს მათ თემში ბოლო 2 წლის მანძილზე უფლებათა დარღვევის შემთხვევები, შემდეგ კი გაანალიზოს იმის მიხედვით, თუ როგორი რეაგირება და განვითარება მოჰყვა მათ.

სამი თვის განმავლობაში იურისტმა უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან და შეისწავლოს შემთხვევები, რომლებსაც ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია.კვლევის აღნიშნული კომპონენტის მიზანია, გამოვლინდეს, როგორ ხდება რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, როგორ რეაგირებენ შესაბამისი უწყებები, როდესაც მათ რელიგიური უმცირესობები მიმართავენ, ასევე როგორ ხასიათს ატარებს სამართლდამცველ ორგანოებსა და რელიგიურ გაერთიანებებს შორის კომუნიკაცია.

კონტრაქტის ხანგრძლივობა: 4 თვე
თვიური ანაზღაურება: 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში
სამუშაო დატვირთვა: 70 %

შერჩევის კრიტერიუმი:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება
  • იურისტად მუშაობის სამწლიანი გამოცდილება
  • ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა

დაინტერესებულმა პირებმა წარმოადგინეთ CV და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 200 სიტყვა) შემდეგ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე: tdigeorgia@gmail.com არაუგვიანეს 13 იანვრისა.

ორგანიზაციის შესახებ: ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიზნებია: რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის კულტურის განვითარება; სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; უმცირესობების უფლებების დაცვა; სეკულარული სახელმწიფოს იდეის დაცვა და გავრცელება; კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა; უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის კვლევა და ანალიზი.

Advertisements
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: