ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება უკრაინის მოვლენებზე

ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ღრმად ვართ შეშფოთებული იმ ძალადობის გამო, რაც თავისუფალი და ძლიერი სულისკვეთების მქონე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც იცავენ  ფუნდამენტურ უფლებებს, თავისუფლებას და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს.

უკრაინა და საქართველო ისტორიულად ევროპული ქვეყნები არიან, რომლებიც იზიარებენ ტრაგიკულ და ბრუტალურ საბჭოთა ოკუპაციის ისტორიას. საერთო წარსული, მოგვიწოდებს გავაერთიანოთ ძალები ჩვენი ქვეყნების ევროპული მომავლის დასაცავად. მოსკოვის პოზიცია უკრაინის ევროპულ ინტეგრაციასთან მიმართებაში, კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ამბიციას, რომ შექმნას ახალი გამყოფი ხაზი ევროპაში. სწორედ ამიტომ,  გვსურს შევუერთდეთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს იმის განცხადებაში, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება შემოაბრუნოს ჩვენი ქვეყნების ევროპული გზა.

სოლიდარობის გამოცხადებასთან ერთად, ამ რთულ დროს, ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ ჩვენი პროფესიული და ინტელექტუალური დახმარება  უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, შემდეგი გზებით:

(more…)

Advertisements

TDI საპატრიარქოსთან გამართული აქციის შესახებ

8 იანვარს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ინიციატივით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში გამოთქმული კონკრეტული მოსაზრებების გასაპროტესტებლად, რაც ბავშვთა და ქალთა უფლებებისა და ზოგადად, უმცირესობების ჯგუფებისა და მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციების წინააღმდეგ იყო მიმართული, საპატრიარქოს შენობის წინ აქცია გაიმართა.

აქციაზე მისულ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ინსტიტუტის დირექტორს, ეკა ჭითანავასა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ადგილზე დახვდნენ პატრიარქის მხარდამჭერები, რომლებმაც მონაწილეებს ტრანსპარანტები დაუხიეს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობითა და ოჯახების განადგურებით ემუქრებოდნენ.

(more…)

იურისტის ვაკანსია

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი  (TDI)  აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

2014 წლის იანვრიდან TDI აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამა „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)-ს მხარდაჭერით, იწყებს პროექტს „სეკულარიზმისა და რელიგიური დისკრიმინაციის კვლევა საქართველოში.“

(more…)