TDI about Inter-Agency Commission of Religious Issues

 

Inter-Agency Commission to study religious issues of religious organizations was created by the Government of Georgia on November 29, 2013 (Decree # 305).

According to the charter, deputy ministers of various ministries are members of the Commission with voting right. Chairperson of the Commission is the State Minister for Reintegration Issues. With the Commission’s decision members of the parliament may also become members. The chairperson can invite representatives of non-governmental and international organizations, also respective experts to participate in the work of the Commission without the voting right.

Several objectives of the Commission are listed in the charter. We consider that these objectives are unclear, ambiguous and leave space for multiple interpretations. Namely:

(more…)

Advertisements

TDI რელიგიური საკითხების შემსწავლელი კომისიის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის N305 დადგენილებით  რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა.

კომისიაში, დებულების თანახმად, ხმის უფლებით წარმოდგენილია სხვადასხვა სამინისტროები მინისტრის მოადგილეების სახით, ხოლო კომისიის თავმჯდომარე რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრია. კომისიის გადაწყვეტილებით, მის შემადგენლობაში შესაძლოა შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებიც. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების გარეშე, თავმჯდომარის მოწვევით, კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ რელიგიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს.

დებულებაში მითითებულია კომისიის რამდენიმე ამოცანა. მიგვაჩნია, რომ ამ ამოცანების ფორმულირება არ არის მკაფიო და არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ:

(more…)

TDI გმობს საეკლესიო ანტისემიტიზმს

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გმობს 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე, ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მართლმადიდებელი სასულიერო პირების თანამონაწილეობით რელიგიური შუღლის გაღვივებისა და ანტისემიტიზმის გამოვლენის ფაქტს.

სადღესასწაულო შეკრებისას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, ისრაელის ელჩი და რაბინი მეირ კოზლოვსკი ესწრებოდნენ, ორმა მოქალაქემ ჩამოხია პლაკატები წარწერით “ებრაული თემი გისურვებთ მხიარულ ხანუქას” და დამონტაჟებული ტრიბუნა დააზიანა.

(more…)