TDI საპატრიარქოს პრესმდივნის განცხადებას აფასებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პრესმდივნი მიქაელ ბოტკოველი საპატრიარქოს სახელით ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ უსახლკარო პირებისათვის თავშესაფრის გახსნის ინიციატივას გამოეხმაურა. “ამ ორგანიზაციაში არის დაზიანებული და დაავადებული ხალხი, როგორ შეიძლება მათ ბავშვები ჩავაბაროთ?… ვინც ასეთი ადამიანების საქმიანობაში ქველმოქმედებას გამოიჩენს, ჩვენ არცერთ ადამიანს არ დავზოგავთ…. ეს არის საშინელი, ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს. ვფიქრობ, რომ მთელი საზოგადოება ეკლესიას გვერდით დაუდგება. ჩვენ აუცილებლად გავაპროტესტებთ ამ ამბავს“, – განუცხადა „ტელეგრაფს“ მიქაელ ბოტკოველმა.

ბოტკოველის განცხადება, გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფას აყენებს ორგანიზაცია იდენტობის წევრებს და ჰომოფობიურ ცრურწმენებს აღვივებს, პირდაპირ ემუქრება ყველას, ვინც უპატრონოთა თავშესაფარს დაეხმარება. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე თვის წინ საპატრიარქოს განცხადებას ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საეკლესიო პირების ხელმძღვანელობით ძალადობა მოჰყვა; არსებობს საფრთხე, რომ მსგავსმა უპასუხისმგებლო განცხადებამ იმავე შედეგამდე მიგვიყვანოს.

გარდა ამისა, გაკვირვებას იწვევს, რომ ეკლესია, რომელიც თითქოს ქველმოქმედებას და კაცთმოყვარეობას მხარს უნდა უჭერდეს, თავისი ავტორიტეტითა და მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი და უკანონო საშუალებით აპირებს უსახლკაროთა თავშესაფარის წინააღმდეგ გალაშქრებას.

Advertisements
Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: