TDI საპატრიარქოს პრესმდივნის განცხადებას აფასებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პრესმდივნი მიქაელ ბოტკოველი საპატრიარქოს სახელით ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ უსახლკარო პირებისათვის თავშესაფრის გახსნის ინიციატივას გამოეხმაურა. “ამ ორგანიზაციაში არის დაზიანებული და დაავადებული ხალხი, როგორ შეიძლება მათ ბავშვები ჩავაბაროთ?… ვინც ასეთი ადამიანების საქმიანობაში ქველმოქმედებას გამოიჩენს, ჩვენ არცერთ ადამიანს არ დავზოგავთ…. ეს არის საშინელი, ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს. ვფიქრობ, რომ მთელი საზოგადოება ეკლესიას გვერდით დაუდგება. ჩვენ აუცილებლად გავაპროტესტებთ ამ ამბავს“, – განუცხადა „ტელეგრაფს“ მიქაელ ბოტკოველმა.

(more…)

Advertisements

Civil Society Organizations Urge the Parliament against Adopting the Law that Imposes Administrative Liability for Hurting Religious Sentiments

The below signatory civil society organizations disapprove of the legal draft submitted to the parliament that imposes administrative liability for hurting religious sentiments.

The Parliament of Georgia is currently reviewing a bill qualifying public expression of hatred towards religious organizations, clergymen or worshippers by an individual, aimed at hurting religious sentiments, as administrative offence and envisaging subsequent administrative liability. We believe that the bill falls short of Constitutional and international human rights standards, and is essentially harmful to freedom of expression, and the development of pluralistic, liberal and democratic society in the country. (more…)

საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება

ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს  პირის მიერ რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვისათვის. ასევე სამართალდარღვევად ცხადდება ღვთისმსახურების ან/და სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა და რელიგიური შენობების და სხვა სიწმინდეების წაბილწვა, მათზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან/და მათი დაზიანება. (more…)

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს არ მიიღოს კანონი მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შესახებ

ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს  მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ.

 საქართველოს პარლამენტის მეირ განიხილება კანონპროექტი, რომელიც პირის მიერ  რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვას, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აფასებს და მისი ჩადენისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება არ შეესაბამება ადამიანის უფლებების კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს და არსებითად აზიანებს გამოხატვის თავისუფლებასა და პლურალური, ლიბერალური  და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების პროცესს ქვეყნაში.

(more…)