ილია I და ილია II

ზაალ ანდრონიკაშვილი
ილიას ხატი

“ამ დროს მოვიდა მეორე ილია, მისი უწმინდესობა ილია მეორე”  

მიხეილ სააკაშვილი

1987 წელი საქართველოს უახლესი ისტორიისათვის წყალგამყოფი იყო. 2 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა. მაშინდელი რელიგიური და ეროვნული ეიფორიის ფონზე ამ ნაბიჯის მნიშვნელობა ალბათ ცოტას თუ ესმოდა.

ილია ჭავჭავაძის კანონიზაცია მისი 150 წლისთავზე მოხდა, რომელიც მაშინდელმა კომუნისტურმა მთავრობამ დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა. 1920-იანი წლების დასაწყისს თუ არ ჩავთვლით, როდესაც პროლეტარმა მწერლებმა „თქვენს ილიას“ „ჩვენი ეგნატე“ დაუპირისპირეს, „საქართველოს უგვირგვინო მეფე“, „ერის მამა“, ეროვნულ-განამთავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლო ქართულ ისტორიულ და კულტურულ მეხსიერებაში დიდი ხნის კანონიზირებული იყო. მისი წმინდანად შერაცხვის მიზეზები რომ გავიგოთ, საჭიროა თვალი გადავავლოთ წმინდანის, გმირის და მარტვილების ფიგურის არქეოლოგიას. (more…)