მინარეთის მოხსნასთან დაკავშირებით პრემიერის პოზიციის შეფასება

2013 წლის 2 და 4 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი 2013 წლის 26 აგვისტოს ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს გამოეხმაურა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მინარეთის მშენებლობა „კანონდარღვევით მოხდა და, შესაბამისად, თვითნებობასა და უკანონობაზე ხელისუფლება თვალს ვერ დახუჭავს“. ივანიშვილმა უარყო მინარეთის „დემონტაჟის“ რელიგიური სარჩული. მისი თქმით, რელიგიური შემწყნარებლობა „ჩვენი ხალხისთვის სრულიად ბუნებრივია“ და მინარეთის მოჭრა კანონიერების დაცვას დაუკავშირა: „როგორც მთავრობის მეთაური აქცენტს გავაკეთებ კანონზე. არ შეიძლება ისე მოვიქცეთ, რომ ერთ ღამეში, დილით გავიღვიძოთ და მინარეთი დგას, რომელიც არავისთან შეთანხმებული არ არის, პროექტი არ არსებობს , ადგილობრივი თვითმმართველობა საქმის კურსში არ არის“ . (more…)

Advertisements