ტოლერანტობის და მრავლაფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განცხადება საქართველოს საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე

2013 წლის 26 აგვისტოს, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მინარეთის უკანონო დემონტაჟს ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური, კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება არ მოჰყოლია. პრობლემის გადაჭრის მიზნით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელობა, სახელმწიფოს ნაცვლად, მოსალაპარაკებლად საპატრიარქოსთან ჩაერთო, რამაც ასევე მკაფიოდ გამოავლინა მინარეთის მოჭრასთან დაკავშირებული მოვლენების რეალური, რელიგიური საფუძველი. 2013 წლის 28 აგვისტოს, საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურებსა და მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელობას შორის მოჭრილი მინარეთის საკითხის თობაზე. ამ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მინარეთი უნდა “დასაწყობდეს სოფელ ჭელაში ნეიტრალურ ადგილზე, დაილუქოს და იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ.” გარდა ამისა, არ უნდა მოხდეს “მისი სადმე აღმართვა, ვიდრე არ მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა და არ შედგება მოლაპარაკება საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს შორის”. უკანასკნელი ინფორმაციით, მინარეთის რესტავრაცია არ მომხდარა, არამედ სოფელ ჭელასგან 2 კილომეტრის მოშორებით დაილუქა და მას დაცვის პოლიცია იცავს.

(more…)

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენების შესახებ

26 აგვისტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მეჩეთის მინარეთის მოშლითა და ძალოვნების მიერ მუსლიმი მოსახლეობის ფიზიკური შეურაცხყოფით უხეშად დაირღვა მუსლიმთა უფლებები.

ბოლო პერიოდში (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთწყარო) მუსლიმების წინააღმდეგ განხორციელებული მუქარების, რელიგიური რიტუალებისთვის ხელის შეშლის, დევნისა და ხულიგნობის არც ერთ ფაქტს არ მოყვა შედეგად უფლებადამრღვევთა პასუხისგებაში მიცემა. სახელმწიფოს მხრიდან არაადეკვატური, არაეფექტური და დისკრიმინაციული მოქმედება უმთავრესი მიზეზი გახდა იმისა, რომ რელიგიურ ნიადაგზე მუსლიმთა შევიწროებამ პერიოდული ხასიათი შეიძინა. (more…)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განცხადება სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით

26 აგვისტოს, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში სამართალდამცველების ჩარევის შედეგად მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. ტერიტორია, რომელზეც მეჩეთი მდებარეობს წარმოადგენს კერძო პირის საკუთრებას.

სხვადასხვა წყაროდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ მინარეთის დემონტაჟს მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი და სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენება; ნაცემი და დაკავებულია 11 მუსლიმი მოქალაქე.

იმ ფონზე, როდესაც ნიგვზიანის, წინწყაროსა და სამთაწყაროს მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ლოცვის, შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლება, როდესაც პასუხისგებაში არ არიან მიცემული მუსლიმთა კონსტიტუციური უფლებების დამრღვევი პირები, რის შედეგადაც სისტემური ხასიათი მიიღო მუსლიმთა დევნამ, სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი ნაბიჯი ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც უპასუხისმეგბლო ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში რელიგიური მშვიდობისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვას.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი კატეგორიულად გმობს სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს; აფასებს ამ ფაქტს, როგორც მუსლიმთა მორიგ დისკრიმინაციას და მიმართავს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მათი შელახული უფლებების აღსადგენად.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) პატრიარქის მიერ სტალინის შეფასების შესახებ

2013 წლის 29 ივლისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რუსული ტელეარხის “რაშა თუდეის” მიმომხილველ ნადეჟდა კევორკოვასთან ინტერვიუში სსრკ-ს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი) რამდენჯერმე დადებით კონტექსტში მოიხსენია და განაცხადა: “სტალინი განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ. ასეთები იშვიათად იბადებიან. მან იცოდა რუსეთის მნიშვნელობა, მსოფლიო მნიშვნელობა”.

საქართველოსთვის, რომელმაც XX საუკუნეში საბჭოთა ტოტალიტარიზმი გამოიარა, უაღრესად მნიშვნელოვანია ამ რეჟიმის მიზეზებისა და მისი შემქმნელების ისტორიული და ზნეობრივი შეფასება. შეფასება აუცილებელია იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ არათავისუფალი საზოგადოების მძიმე მემკვიდრეობას.

სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში საპატრიარქოს ამ კუთხით არაფერი გაუკეთებია: ჩვენ ვერ გავიხსენებთ ვერც სტალინისა და ვერც სტალინიზმის მკაფიო ნეგაციას იმ საზოგადოებრივი ინსტიტუტის მხრიდან, რომელსაც საქართველოში ნდობის ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს. (more…)